Tuesday, July 5, 2011
როდოსის კოლოსი
ფილონ ბიზანტიელი, რომელმაც დაახლოებით 146 წელს ქრისტემდე დაწერა პირველი წიგნი სამყაროს შვიდი საოცრების შესახებ, შემდეგნაირად აღწერს ქანდაკებას:
"როდოსში დაიდგა კოლოსი 70 წყრთის სიმაღლისა, რომელიც წარმოადგენდა მზის ქანდაკებას: ღვთის ხატება, ნაცნობი მის შთამომავალთათვის. ხელოვანმა იმდენი ბრინჯაო დახარჯა, რომ გამოიწვია ბრინჯაოს ნაკლებობა ჩამოსასხმელ საამქროებში; ამ ქანდაკების წაქცევა დიდი ზეიმი იქნებოდა რვალითხურათათვის. ხელოვანმა შიგნიდან განამტკიცა ბრინჯაო რკინით და ქვის ოთხკუთხა ბლოკებით, რომელთა დამაკავშირებელი ღეროები ატარებდნენ ნიშნებს უროთი დამუშავებისას, რასაც ალბათ ციკლოპის ძალა უნდა დასჭირვებოდა, ასე რომ დაფარულ ნაწილს უფრო რთული შრომა დასჭირდებოდა ვიდრე ხილულს... მან თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკი გაუკეთა ქანდაკებას და პროპორციულად განალაგა ზეამწევები, რომელთაც დაეყრდნო ღმერთის ქანდაკება 70 წყრთის სიმაღლისა. კვარცხლბეკის სიმაღლე (ტერფების დონე) იმდენად დიდი იყო, რომ აჭარბებდა ყველა არსებულ ქანდაკებას, ასე რომ შესაძლებელი ხდებოდა დანარჩენი ქანდაკებების აზიდვა ზემოთ; წვივები შეივსო სხვა მასალით და ქანდაკება ნაწილ ნაწილ აიტანეს ზემოთ. შენობასავით. მოქანდაკემ თანდათანობით ჩაფლა მიწის ყორღანებში ქანდაკება რითაც დაფარა მისი დასრულებული ნაწილები და შესაძლებელი გახადა დანარჩენი ნაწილების დასრულება მიწის ზემოთ. ასე თანდათანობით განახორციელა მან თავისი ჩანაფიქრი, რომლისათვისაც 500 ტალანტი ბრინჯაო და 300 ტალანტი რკინა დახარჯა. საბოლოოდ მან ჩამოასხა თავისი ღმერთი, რომელიც მართლაც ღვთისწორი გახდა."
ფილონი მექანიკოსი იყო და ამიტომ მას დიდად აინტერესებდა ქანდაკების ტექნიკური კონსტრუქციის საკითხები. მაგრამ არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავია ის, რომ ეს იყო ამავე დროს დიდი ხელოვანის ქმნილება. მისი მნახველები, რომელთაც ჰქონდათ შესადარებელ სტანდარტებად ფიდიასის და პრაქსიტელესის ქმნილებანი, აღნიშნავდნენ, რომ ასეთი სრულყოფილი მოდელი ადამიანის ფორმისა ჯერაც არ შექმნილა დედამიწის ზურგზე. და მაინც, არსებობს გადმოცემა (თუმცა არ ვიცით რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს), ქარესმა დაასრულა რა თავისი ქანდაკება, აღმოაჩინა შეცდომა თავის გაანგარიშებაში და თავი მოიკლა.
ფილონის, პლინიუსის და სხვათა აღწერების მიხედვით ნათელია, რომ კოლოსი იყო შიშველი ფიგურა მზის ღმერთისა, ჰელეოსის (აპოლონისა), რომელიც იდგა მაღალ კვარცხლბეკზე, ჯებირის თავში და გადასცქეროდა ნავსადგურს. მისი სიმაღლე, ჰებერტ მარონის უკანასკვნელი საინტერესო გამოკვლევის მიხედვით, იყო დაახლოებით 120 ფუტი თავიდან ფეხებამდე, კვარცლბეკის გამოკლებით. რომელიც, როგორც ფილონი აღნიშნავს, აღემატებოდა სიმაღლით ყველა სხვა ქანდაკებას. ამრიგად, მიწის დონიდან კოლოსის სიმაღლე, რომგორც ჩანს 160 ფუტამდე იყო, რაც აღემატებოდა ვრენის მონუმენტს გრეიტ ფაიერში, ლონდონში. იგი ბრინჯაოს დიდი ფურცლებისაგან იყო აგებული, რომელიც მარიონის გამოთვლით, ბრინჯაოს მონეტების სისქე იყო. სამაგიეროდ ქანდაკება შიგნიდან იყო გამაგრებული რკინის მძლავრი საყრდენებით და ქვის ბლოკებით.
რა იყო მიზეზი კოლოსის დაგეგმვისა?
ამ კითხვაზე პასუხი ისეთივე ზეაღმტაცი ისტორიაა გმირობისა, როგორც თავად ქანდაკების შექმნა. როდოსი, მცირე აზიის სამხრეთ დასავლეთი სანაპიროს მცირე კუნძული, მუდამ დიდი სტრატეგიული და კომერციული მნიშვნელობის პუნქტი იყო. ჯერ კიდევ მიკენის ეპოქაში (1500 წ. ქრისტემდე) მისი მოსახლეობა გამოირჩეოდა ზღვაოსნობით და ვაჭრობით; მათ ჰქონდათ კონტაქტები კუნძული კრეტის ცივილიზაციასთან, ხოლო მოგვიანებით, როდესაც დორიელმა ბერძნებმა დაიწყეს როდოსის კოლონიზაცია, დაახლოებით 1000 წ. ქრისტემდე, მათ ააშენეს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნავსადგური და ქალაქი, რომელიც ათენს უწევდა მეტოქეობას. ლითონის დამუშავების ხელოვნებით როდოსელნი სახელგანთქმულები იყვნენ ნილოსიდან ევფრატამდის და ერთხანს ისე გამდიდრდნენ. რომ ათენელებსაც კი შური აღეძრათ, ვინაიდან როდოსელებმა საბოლოოდ გადააჭარბეს მათ სიმდიდრით. ამასობაში მათი საზღვაო ვაჭრობა ვითარდებოდა და მათი კეთილდღეობა იზრდებოდა. ერთხანს ისინი ემორჩილებოდნენ მაუზულუსს, კარიელ მეფეს მცირე აზიაში, რომლის აკლდამაც მოგვიანებით გადაიქცა სამყაროს ერთ-ერთ საოცრებად; შემდეგ, მეხუთე საუკუნეში, როდოსი დაიპყრო სპარსეთის მეფემ დარიოსმა, რომელმაც იგი შეუერთა თავის იმპერიას. 340 წელს ალექსანდრე დიდმა დაიპყრო კუნძული; რამდენადაც იგი მაკედონელი იყო და ელინი როდოსელთა მსგავსად, მის მიერ დადგმული უღელი არ იყო მძიმე. ალექსადრეს სიკვდილის შემდეგ ისინი გათავისუფლდნენ მისი უღლიდან და აქედან დაიწყო მათი აღზევება. ისინი ეზიდებოდნენ აზიურ ნაწარმს ალექსანდრიაში ხოლო იქიდან ეგვიპტურს ავრცელებდნენ მთელს ხმელთაშუაზღვის აკვატორიაში. პტოლემესეულ დედაქალაქთან ამ მჭიდრო კავშირმა მოუტანა ომი როდოსელებს. როდესაც პტოლემე I ჩაება ომშიანტიგონესთან, მაკედონიის მართველთან, როდესელებმა მხარი დაუჭირეს პტოლემეს გემებით. ანტიგონემ არ დაივიწყა ეს და 307 წ. ქრისტემდე გაგზავნა მძლავრი დამსჯელი ექსპედიცია როდოსზე, თავისი ვაჟის დემეტრიოსის სარდლობით. 40 000 კაცი ახლდა დემეტრიოსს, რაც როდოსის მთელი მოსახლეობას აღემატებოდა, მაგრამ მათი შეუპოვარობით, მამაცობით და პტოლემეოსის დახმარებით მტერი დაამარცხეს და განდევნეს. მის საპატივცემულოდ კი ააგეს მზის ღვთაების ჰელიოსის ქანდაკება თავიანთი ნავსადგურის კარიბჭესთან. მისი აგება კი დაეკისრა ლისიპე ქარესს, რომელიც იყო ალექსანდრეს საყვარელი მოქანდაკე, პტოლემე კი ალექსადრეს გენერალი. აგრეთვე მამაცურად იბრძოდა როდოსის დასაცავად მტრის წინააღმდეგ. ძვ. წ. 224 წლისათვის როდოსი დანგრეულ იქნა მიწისძვრის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის და ეგვიპტის ყველაზე დახელოვნებულმა ინჟინრებმა სცადეს ქანდაკების ხელახლა აღმართვა, ყოველ მათგანს ხელი მოეცარა. ეს წაქცეული გოლიათი მიწაზე იწვა თითქმის 800 წელს. მერმისში 667 წელს ქრისტეს შემდეგ, არაბებმა დაიპყრეს როდოსი და მიჰყიდეს ქანდაკება ებრაელ ვაჭარს ლითონის სახით. მან წაიღო სამასი ტონა ბრინჯაო 900 დატვირთული აქლემით. დღესდღეობით არც ერთი ნამსხვრევი არ არის შემორჩენილი და ვერც ვერავინ გეტყვით, თუ ზუსტად სად იდგა კოლოსი. შემორჩა მხოლოდ რამოდენიმე წერილობითი ხელნაწერი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment